weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მოქალაქეები“ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ

16:44 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ის და ალეკო ელისაშვილი ბევრი მიზეზის გამო მხარს არ დაუჭერენ.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებთან თქვა, ისურვებდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში დაბრუნდნენ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაონ.

ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა, მათ შორის, მხარი არ დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხზე პროტესტს, რასაც ოპოზიცია პარლამენტში ახმოვანებდა. 

„ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას [კომისიის შექმნას] არ ექნება, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ინიციატივა და ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა დაინიცირებული, ჩავარდა პარლამენტში მათი არ გამოცხადებით. 

გაგახსენებთ, 5 ივლისის საქმეს. ეს ყველაფერიც რომ გვერდზე გადავდოთ, არ მიმაჩნია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგი.

როდესაც საუბარია თუნდაც ვინმეს შესაძლო წამებაზე, მაშინ აქვე უნდა ვისაუბროთ სხვა ფაქტებზე. ადამიანების წამების უამრავი გამოუძიებელი ფაქტი არსებობს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ასეთი ორმაგი სტანდარტებით ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ. თუ დავუჭერთ ამის შექმნას მხარს, მაშინ დავუჭერთ მხარს სხვა საგამოძიებო კომისიასაც, რომელიც გამოიძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ წამების ფაქტებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესწავლის მიზნით ითხოვს. დღეს ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა და მათთან კონსულტაციები გამართა. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 დეპუტატი) მხარდაჭერა სჭირდება, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ფრაქციას კი მხოლოდ 30 წევრი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]