weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით – ნატო-ს გენმდივანი 

19:11 შაბათი, 08 იანვარი 2022

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ აპირებს ნატო ამ ორი ქვეყნის პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის უფლება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

„ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის, თავისუფლების გავრცელების და გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში. ეს იყო დამოუკიდებელი ერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დემოკრატიული პროცესის შედეგად, მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომ სურდათ ნატო-ში გაწევრიანება. 

პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპაში დემოკრატიის და თავისუფლების დაცვაში. 

ასე რომ, ეს ისევ ეხება, ევროპის ცალკეული ერების თავისუფალი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას. ჩვენ ვაჩვენებთ, ნატო-მ აჩვენა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს მიღებით, რომ მისი კარი ღია რჩება.

ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების როდესაც საქმე ეხება უკრაინასა და საქართველოს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. 

მტკიცედ მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის გზა ნატო-ს სტანდარტების შესასრულებლად, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს. მედეგი, კარგად ფუნქციური საზოგადოებები ნაკლებად მოწყვლადი არიან რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ერთი თვის წინ რუსეთმა 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]