weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქმე, საქმე და საქმე! მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ – ღარიბაშვილი

12:28 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

„მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე! მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობამ არსებული სოციალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს, შექმნას სამუშაო ადგილები და შეამციროს სიღარიბე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს მთავრობის მთავარი საზრუნავი.

„ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, შეგახსენებთ, ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უნდა დაიხვეწოს სახელმწიფო სერვისები, გამარტივდეს მათზე წვდომა და ზედმეტი ბარიერების მოხსნით ბიზნეს ოპერირება უნდა გაუადვილდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]