weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნაყოფია აირჩიეს, გენმდივნად – ცისკარიშვილი

19:08 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განხორციელდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს, ხოლო გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა. 

აქამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ნიკა მელია ითავსებდა, რომელიც ამავე დროს პარტიის თავმჯდომარეც არის.

„ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც, დიახაც, დგას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაზე მთავარი – ვდგავართ თოთოეული ჩვენგანი, ვგულისმოხბ, ქვეყანას და სახელმწიფოს… გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი ფორმა ვიყოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მელიას თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსებს. აქამდე თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

„პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები პარტიის შიგნით. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაიონებში იქნება განახლების, რეფორმირების აქტიური პროცესი. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, ჩვენ არ გვინდა მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებით რაღაც ფონს გავიდეთ, ჩვენ გვინდა, რომ ჯამი შეიცვალოს“, – აღნიშნა მელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]