„გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი (უმჯობესია დაწეროთ მარტივად „კი“ ან „არა“). პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ თქვენს მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს“, – წერს ნათელაშვილი.
რამდენიმე დღის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობენ.
„ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, რომ ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ, მე რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ“, – ამბობდა შალვა ნათელაშვილმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო. შალვა ნათელაშვილმა მანდატზე უარი თქვა, თუმცა პარლამენტმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.