weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო და ერთიანია როგორც არასდროს – სააკაშვილი

15:41 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რა შედეგი მოიტანა საქართველოში მისმა დაბრუნებამ. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. 

„იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოხდინა. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს მთავრობა ყოველთვის უპრობლემოდ იგებდა, ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ და ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველაგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ! ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია როგორც არასდროს.

გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი მომეტებული საფრთხის წყარო არისო და ამიტომ, ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხის წყარო არის რადიაცია, ატომური ბომბი და ა.შ. მინდა, გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო. ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? – ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ; მომეტებული საფრთხის წყარო ვარ იმ ხალხისთვის, ჩინოვნიკებისთვის, რომლებმაც ხელფასი გაიზარდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმე განიხილება. პროკურატურა მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]