weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო – მერიაში კომენტარს არ აკეთებენ 

14:36 პარასკევი, 14 იანვარი 2022

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საახალწლო უქმეების შემდეგ, 11 იანვრიდან, შვებულება აიღო. ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge იუწყება, რომ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მერის მოვალეობას კი პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. 

ხინჩეგაშვილის შვებულების შესახებ გორის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მერიის პრეს-სამსახურისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, მერის შვებულების ვადებთან დაკავშირებით. 

ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. 2022 წლიდან გორის მერის თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და თვეში 5500 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]