ხინჩეგაშვილის შვებულების შესახებ გორის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მერიის პრეს-სამსახურისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, მერის შვებულების ვადებთან დაკავშირებით.
ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. 2022 წლიდან გორის მერის თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და თვეში 5500 ლარს შეადგენს.