weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს ჩვეულებრივ ხალხთანაც – ცისკარიშვილი

16:35 შაბათი, 15 იანვარი 2022

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნო შეიქმნება, რომელიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ მათ აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, სამდივნოს შემადგენლობის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება. 

„პარტიის და ცენტრალური ოფისის მენეჯმენტი ერთია, მაგრამ ჩვენი პარტია დიდია. ჩვენ მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ და მთელ საქართველოში გვინდა გავძლიერდეთ. თბილისში, როგორც დედაქალაქში, კიდევ უფრო მეტი ახალი წევრი უნდა დავიმატოთ, ახალგაზრდული ფრთა უნდა შევქმნათ, რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ჩვენს წევრებთან, არამედ ჩვეულებრივ ხალხთან, იმიტომ, რომ მათამდეც უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ალტერნატიული ხედვა. ეს ყველაფერი იქნება ამ სამდივნოს გასაკეთებელი შემდეგი თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში. 

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. პარტიის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კი კობა ნაყოფია აირჩიეს.

 

ამ თემაზე:

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამდივნო წარადგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]