weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაახლოებით მილიონ ადამიანს დენის ტარიფის ნაზარდს დავუსუბსიდირებთ – პრემიერი

11:26 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, ელექტროენერგიის ტარიფი ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. კერძოდ, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს - 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს. 

ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და გრძელდებოდა ორი წელი. ახლა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა თანხაა გამოყოფილი სუბსიდიისთვის. 

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი საფასური ბიუჯეტიდან სუბსიდირდებოდა. სუბსიდიის პროგრამა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა, რის შედეგადაც, მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურს სრულად გადახდა მოუწია. სამომხმარებლო ტარიფი 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრია 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებისთვის, ხოლო 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი. რეგიონებში ეს ტარიფი, შესაბამისად, 17.731 და 21.707 თეთრს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]