„გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ. ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!“, – ნათქვამია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბოლო კვირებია თბილისში, ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები პერიოდულად აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გუშინ, ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადახტა და გარდაიცვალა.
ამ თემაზე:
„ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან“ – მინისტრი დევნილის სუიციდზე