weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?! – სააკაშვილი

16:41 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობას გამოეხმაურა და „სამთავრობო არხების“ ჟურნალისტები ამ ფაქტის გაშუქებისთვის გააკრიტიკა. 

„გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ. ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!“, – ნათქვამია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო კვირებია თბილისში, ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები პერიოდულად აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გუშინ, ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადახტა და გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

„ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან“ – მინისტრი დევნილის სუიციდზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]