weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება და პუტინი არნახულ სანქციებს მიიღებს

14:15 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს სანქციებს, რომლის მსგავსი არასდროს უნახავს. ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. 

„ამას ექნება ყველაზე სერიოზული შედეგები, რაც მსოფლიოში ყოფილა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ომისა და მშვიდობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეკითხვას, რატომ უნდა შეაჩეროს ახალი სანქციების მუქარამ პუტინი მაშინ, როდესაც მის მიმართ ასეთი ზომები არაეფექტური იყო, ბაიდენმა უპასუხა: „იმიტომ, რომ მას არასდროს უნახავს იმის მსგავსი სანქციები, რასაც მე დავპირდი“. 

„ვფიქრობ, რასაც იხილავთ არის ის, რომ რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ერთია, თუ ეს იქნება მცირე შეჭრა და შემდეგ ჩვენ დავიწყებთ კამათს, რა გავაკეთოთ და რა არა და ა.შ, მაგრამ თუ ისინი ნამდვილად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთების უნარიც აქვთ საზღვრებთან მობილიზებული ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მძიმე საზღაური გადაახდევინონ და მიაყენონ მნიშვნელოვანი ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ გააძლიერებს ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტსაც უთხრა. 

„უკვე მივაწოდეთ 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, თავდაცვითი აღჭურვილობა უკრაინელებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, პუტინთან საუბარი ჰქონდა, რა დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ ორ საკითხზე სურს გარანტიების მიღება: ერთი, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს ნაწილი და მეორე, რომ უკრაინაში ნატო-ს სტრატეგიული იარაღი არ იქნება განლაგებული. ბაიდენის თქმით, საერთაშორისო დონეზე და ევროპაში ბევრი შეთანხმებაა, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, აირჩიოს ვისთან იყოს. 

„თუმცა ალბათობა იმისა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში გახდება ნატო-ს წევრი, ნაკლებია, იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა სამუშაოს გაწევა მოუწევთ მათ დემოკრატიის თვალსაზრისით და სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენი ამბობს, პუტინს აქვს არჩევანი ან დეესკალაცია და დიპლომატია, ან კონფრონტაცია და შედეგები, რაც მას მოჰყვება.

„თქვენ ნახავთ, რომ იქნება მკაცრი ეკონომიკური შედეგები. მაგალითად, ყველაფერი, რაც შეეხება დოლარს. თუ ისინი შეიჭრებიან, ამისთვის გადაიხდიან, მათ ბანკებს საქმე ვეღარ ექნებათ დოლართან. 

დოლარის ტრანზაქციასთან დაკავშირებულ სანქციებს ნეგატიური გავლენა ექნება შეერთებულ შტატებზე, ასევე ევროპის ეკონომიკაზე და გამანადგურებელი ზემოქმედება ექნება რუსეთზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ პუტინს ესმის – ის არ არის კარგ პოზიციაში იმისთვის, რომ მსოფლიოში დომინანტი იყოს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]