სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი 2017 წლის აპრილიდან პარტია „გაერთიანებული ოსეთის“ წევრი ანატოლი ბიბილოვია. ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით, მას უფლება აქვს, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.
საქართველოს ხელისუფლება და პარტნიორი სახელმწიფოები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს არ ცნობენ.