weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიას პარტია აჭარაში 14-მა წევრმა დატოვა

21:06 პარასკევი, 21 იანვარი 2022

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აჭარაში 14-მა წევრმა დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაიუგებარია პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი. 

პარტიის ყოფილმა წევრებმა მიქელაძე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებების მიღებასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე, პარტიასთან შეუთანხმებლად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებას აწარმოებდა. 

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ბათუმის ვიცე-მერობა თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე, არჩევნების შემდგომ, ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას.

ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა გუნდში განხეთქილება შეგვეტანა და დუმილს ვამჯობინებდით“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, ტარიელ ქათამაძემ და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დღეს პარტია დატოვეს, დამფუძნებელი წევრები იყვნენ. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ირაკლი მიქელაძემ თქვა, რომ თანაპარტიელების გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყო. მისივე განცხადებით, კომენტარს ხვალ გააკეთებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიასთან კონსულტაციას გაივლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]