weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ევროპარლამენტარების თბილისში ვიზიტი გაუქმდა – „შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა“

23:02 პარასკევი, 21 იანვარი 2022

ევროპარლამენტის წევრები, „ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორები ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარია კალიურანდი აცხადებენ, რომ საქართველოში მათი ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ ჩაერთოს“ – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა - ინტერპარტიული დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის შესაქმნელად.

„ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და პრაქტიკაში შემოწმებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მუდმივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ 29 დეკემბერს აირჩიეს. ევროპარლამენტარების განცხადებას ის ჯერ არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]