weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

გახარიას პარტიიდან ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნინო ბაციაშვილმა მანდატზე უარი თქვა

11:54 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

ბათუმის საკრებულო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრმა, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა დატოვა. ბაციაშვილი განმარტავს, რომ პარტიის წევრად რჩება, მანდატზე უარს კი საჭადრაკო კარიერის გამო ამბობს.

„ჩემი საჭადრაკო კარიერა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას მთელს მსოფლიოში, ხშირად მოითხოვს - სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით დავტოვო ქვეყანა. მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არ მსურს, რომელიმე დავაზიანო.

სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ბათუმის საკრებულო, რადგან ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ საკრებულოს თითოეული წევრისგან მაქსიმალურ ჩართულობას და თითოეული პრობლემის გულთან მიტანას“, – აცხადებს ნინო ბაციაშვილი.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება „კიდევ ერთხელ დააფიქრებს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობას“, რომ ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელები და ქალაქის ბედი არ უნდა გადავაყოლოთ პოლიტიკურ ქიშპობას, ან პირად სურვილებს“. 

„იმ ფონზე, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე მიმდინარეობს ენით აღუწერელი ზეწოლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების დაცვა ბათუმის საკრებულოში ხდებოდეს აქტიურად და ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით - ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ხალხის სამსახურში და ამას ვერაფერი/ვერავინ შეცვლის“, – აღნიშნავს ბაციაშვილი.

როგორც ის ამბობს, საკრებულოში ქალი პოლიტიკოსი შეცვლის.

„საკრებულოში ჩემს ნაცვლად შევა ჩვენი პარტიის ღირსეული წევრი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქისთვის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რომ საკრებულოში მე, ასევე ქალი პოლიტიკოსი შემცვლის, ხოლო იქ, სადაც ჩემი ჩანაცვლება ცოტა რთულია, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველა საერთაშორისო ტურნირზე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სპორტის ისტორიაში“, – ნათქვამია ნინო ბაციაშვილის განცხადებაში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში გახარიას პარტიიდან, პროპორციული წესით, მხოლოდ 3 ადამიანი შევიდა. მათგან ერთმა, ირაკლი თავდგირიძემ მოგვიანებით პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აირჩია. 

ნინო ბაციაშვილი პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო, ირაკლი თავდგირიძე კი მესამე. ბაციაშვილი საკრებულოში სიის მომდევნო წევრმა, თამილა ფაღავამ უნდა ჩაანაცვლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]