„უკრაინის შესახებ აუცილებელია პარლამენტის ყველა წევრმა, ყველა პარტიამ მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია! მაგრამ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება არის არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობა! არავინ ამბობს რომ უნდა შევუტიოთ რუსულ ბაზებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ განცხადების/რეზოლუციის ტექსტში რუსეთის გამოტოვება უკრაინაზე საუბრისას არის სირცხვილი! დიდება უკრაინას! დიდება თავმოყვარე ქართულ სახელმწიფოს!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტში დაარეგისტრიროს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია, რომელიც მათთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა, გმობდა რუსეთის ფედერაციის ყოველგვარი განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ ტექსტი შეცვალა და „რუსეთის ფედერაცია“ ამოიღო. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“.