weather cur horoscope tv
მაისი 22, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

უკრაინის შესახებ რეზოლუციაში რუსეთის არხსენება უთავმოყვარეობაა – ელისაშვილი

22:03 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის არხსენება არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობაა.

„უკრაინის შესახებ აუცილებელია პარლამენტის ყველა წევრმა, ყველა პარტიამ მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია! მაგრამ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება არის არა სიფრთხილის გამოჩენა, არამედ უთავმოყვარეობა! არავინ ამბობს რომ უნდა შევუტიოთ რუსულ ბაზებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ განცხადების/რეზოლუციის ტექსტში რუსეთის გამოტოვება უკრაინაზე საუბრისას არის სირცხვილი! დიდება უკრაინას! დიდება თავმოყვარე ქართულ სახელმწიფოს!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტში დაარეგისტრიროს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია, რომელიც მათთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა, გმობდა რუსეთის ფედერაციის ყოველგვარი განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ ტექსტი შეცვალა და „რუსეთის ფედერაცია“ ამოიღო. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]