weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

46% პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს – NDI-ის კვლევა 

13:39 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% საქართველოს პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ერთი წლის წინ, 2021 წლის თებერვალში, ეს მაჩვენებელი 36%-ს უდრიდა.

დეკემბერში მოქალაქეთა პასუხები შეკითხვაზე, როგორ შეაფასებით პარლამენტის საქმიანობას, შემდეგნაირად გადანაწილდა: 46% – ცუდად; 33% – საშუალოდ; 12% – კარგად; 7% – არ ვიცი; 1% – უარი პასუხზე.

მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს. 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი კანონებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს, 52%-ს კი არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს გადადგამს. 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტება, ხოლო 42%-ს არ ჰგონია, რომ პარლამენტი ეფექტურ ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას. 

კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, CRRC-საქართველომ 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]