weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება ბოლო წელში გაუარესდა

13:51 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, 39% კი მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთავრობის მეთაურის საქმიანობის შეფასება გაუარესებული იყო.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 35% – ცუდად, 27-27% – კარგად და საშუალოდ, 10% – არ ვიცი, 2% – უარი პასუხზე.

2020 წლის დეკემბერში, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებდა, მთავრობის მეთაურის საქმიანობას 46% კარგად აფასებდა, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად. 

ამასთან, 2020 წლის დეკემბერში, მთავრობის საქმიანობით მოსახლეობის 38% იყო უკმაყოფილო, 50% კი საქმიანობას დადებითად აფასებდა.

კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, CRRC-საქართველომ 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]