weather cur horoscope tv
მაისი 22, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ხალხის დაკვეთა სწორად უნდა გავიგოთ, სტრატეგიული კომუნიკაცია შესაცვლელია – მელია

19:22 პარასკევი, 28 იანვარი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება არ სურს, კვლევა კი სატელეფონო ინტერვიუებით ჩატარდა. 

„პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტიურად არ არის განსახილველი უარების ძალიან, ძალიან მაღალი %-ის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთან, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 6% ჰქონდა. ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რთი კი ფაქტია – ის რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს“, – აცხადებს მელია.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მის პარტიას უკეთესი საარჩევნო შედეგი ჰქონდეს და ქვეყანაში რეალურად მოხდეს ცვლილებები, საჭიროა სწორად გაიაზრონ, რა სურს ხალხს და სინამდვილეში, რა არის ყველაზე საინტერესო ამ კვლევაში. 

„ის, რომ სიღარიბე და ეკონომიკური საკითხები ერთნაირად პრობლემატურად მიაჩნიათ, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს, მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური პრობლემების. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). 

მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არამხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ, ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. 

თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით, ყველაფერი გამოგვივა. 

სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია.

პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონტსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ. ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა უახლესი, დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს, 8% კი სხვა პარტიებს ასახელებს. 41% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ არის. 12%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ხოლო 6%-მა თქვა, რომ „არ იცის“.

 

ამ თემაზე:

ჩვენთვის მთავარი კვლევა არჩევნებია – პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]