weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ – მდინარაძე

11:55 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო“, – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა „გამომდინარეობს ომის არდაშვებიდან და ეროვნული ინტერესებიდან“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი შეიძლება „ომის პარტია“ დაერქვას, რადგან ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. 

„ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში გვედავებიან ის ადამიანები, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ, რათა იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება, დაიძაბოს. აქედან გამოსული პოლიტიკური პარტია კრიტიკას ვერ უნდა ბედავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიცია რეზოლუციას ხელს არ აწერს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ტექსტში ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის ხსენებაზე უარს ამბობს. „ქართული ოცნება“ აპირებს ერთპარტიულად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]