weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნათელაშვილის, ხოშტარიასა და ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაიდო

12:35 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, გაურკვეველი დროით გადაიდო. 

როგორც კომიტეტში აცხადებენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ კორონავირუსის გამო რამდენიმე წევრი იზოლაციაშია.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ისინი საშემოდგომო სესიის სხდომებზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ. რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საფუძველი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია. 

„ნათელაშვილი-ხოშტარიას საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სესიაზე ნახევარზე მეტ სხდომას გააცდენს არასაპატიოდ, ეს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ ნახევარზე მეტი, არამედ ნათელაშვილი და ხოშტარია საერთოდ არ ყოფილან პარლამენტში. აქედან გამომდიონარე, კომიტეტი ვალდებულია, ეს საკითხი განიხილოს, დაწეროს სამართლებრივი დასკვნა და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ასევე რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრის მიმართ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი, ესეც გახლავთ უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სადაც კომიტეტმა თავისი დასკვნა უნდა წარადგინოს, ხვალ იხნება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]