weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართულ ოცნებას“ საკრებულოს ხელში ჩაგდების გეგმა რუსთავშიც ჩაუვარდა – სააკაშვილი

18:20 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ მისი განცხადება Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.

ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა“, – აცხადებს სააკაშვილი და გამოთქვამს იმედს, რომ ზუგდიდსა და სენაკშიც მოვლენები ანალოგიურად განვითარდება. 

„ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და „ქართული ოცნების“ კორუფციული ნაბიჯების მხილებისთვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მას ორმა თანაპარტიელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ 16-ვე წევრმა მისცეს ხმა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში ასევე 16 წევრი ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]