„პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას „კოვიდ-19“ გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსით პირველად 2021 წლის აპრილში დაინფიცირდა. ის „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. უცნობია, გაკეთებული ჰქონდა თუ არა პრემიერ-მინისტრს ე.წ. ბუსტერ დოზა.