weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაზე რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას მხარი არ დაუჭირა 

13:25 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022
ფოტოზე - კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფოტოზე - კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა, რომელსაც კენჭს დღეს, პლენარულ სხდომაზე უყრიან. უმრავლესობის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეთავაზება, რეზულუციაში რუსეთის ფედერაცია ყოფილიყო ნახსენები.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, რუსეთის შესახებ ჩანაწერი უფრო ნათელს გახდიდა, ვისგან მოდის საფრთხე.

„თხოვნა მაქვს, რომ „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში“ – დაემატოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის, ვისგან მოდის ეს საფრთხე. სხვათა შორის, დღეს საინტერესო სიახლე გავრცელდა ამერიკაში რუსეთის საელჩოს მხრიდან – რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკა ქმნის რუსეთში ესკალაციის საფრთხეს და არა რუსეთი“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, რა არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას არ ახსენებენ. 

„თუ შეიძლება ჩვენი ალტერნატიული წინადადება – რუსეთის ფედერაციის გაჩენა მესამე აბზაცში – კენჭისყრაზე დააყენეთ და ვნახოთ, რეალურად, ვინ არის ამის მომხრე და ვინ არის წინააღმდეგი. ამას ითვალისწინებს რეგლამენტიც“, – განაცხადა სამნიძემ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ მისი ეს წინადადება არ გაითვალისწინა. 

„ქართული ოცნების“ წევრის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, რეზულუციის მთავარი მიზანი რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაძაბულობის შემცირებაა. 

„ეს ტექსტი არის აწონილ-დაწონილი, ის მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე და ყველასთვის ცხადია მისი სულისკვეთება. შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი შესწორების შეტანა, ჩვენი აზრით, არის უფრო საბაბი და არა მიზეზი, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროთ და გახადოთ შიდაპოლიტიკური მანიპულაციის საგანი“, – მიმართა ხელაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

თინა ბოკუჩავას შეკითხვას, დაესახელებინა ერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენა, გიორგი ხელაშვილმა უპასუხა, რომ „საქართველოს პარლამენტს არ ესაჭიროება სხვა ქვეყნების პრეცენდენტები იმისთვის, რომ თავისი ეროვნული ინტერესების მიხედვით შექმნას დოკუმენტები“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]