weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის

22:23 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ – რომელშიც რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი ქვეყანა, ნახსენები არ არის.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ალექსანდრე ელისაშვილმა, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და ლევან იოსელიანმა. კენჭისყრაში მონაწილეობა 33-მა დეპუტატმა არ მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“, – განაცხადა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„ქართული ოცნების“ წევრის და რეზოლუციის ავტორის, გიორგი ხელაშვილის თქმით, რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც საქართველოს ოკუპანტის გამომზეურება.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ძალა, მიზნად ვისახავთ რეგიონში დაძაბულობის შემცირებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, არასდროს ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, და ეს არის ასახული ამ რეზოლუციის პროექტში. იმავდროულად, რეზოლუცია მიმართულია უკრაინის მხარდაჭერისკენ და მიმართულია, რაც მთავარია, საქართველოს ინტერესებისკენ“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]