weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი გეგმა ივლისამდე მოსახლეობის 70% აცრას ითვალისწინებს

16:37 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმის მიხედვით, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამის შესახებ განცხადებები იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთდა.

„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, პირველ ექვს თვეში, თუ გვინდა, რომ „ომიკრონის“ ტალღა შევაჩეროთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ჩვენთან ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე.

ჯგუფის მიერ, ვინც გეგმა დაწერა, შემოთავაზებულია რამდენიმე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, მონეტარული წახალისების გაგრძელებასა და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობამდე და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას ბუსტერიზაციაზე, რადგან „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრაა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ამბობს, რომ გეგმაში აქცენტი ვაქცინის მესამე, ანუ ბუსტერ დოზაზეა გაკეთებული, რადგან „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდიარე ბუსტერ დოზით აცრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში. გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში.

ვაქცინაციის მიზნებისთვის სამიზნე ჯგუფები მომავლ წელსაც არის იგივე, ესენია: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმუნიზაციის გეგმის საბოლოო ვერსია მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სრულად, ანუ ორი დოზით, ვაქცინირებულია 1 337 957 ადამიანი. ეს 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 46.6%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]