weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კალაძე ჟურნალისტებს: თუ ასე გააგრძელებთ, ისევ ნულები იქნებით

17:43 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მათ „ნულები“ უწოდა. კალაძეს ჰკითხეს, მერიაში ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმების გამო ხომ გახდა საჭირო მერიისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება. 

დედაქალაქის მერის თქმით, მერიისთვის ახალი შენობა არ შენდება და არსად გადადის. მისივე განმარტებით, იგეგმება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა.

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ტყუილი და სიბინძურე, რასაც თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ მუნიციპალიტეტის მიმართ და ჩემს წინააღმდეგ, ყოველთვის ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, რომ არასდროს არ შეგრჩებათ სიცრუე. არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაციები. 

მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნულები და დაფიქრდით. მე პირადად, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები. 

ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი – განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მერიამ დღეს განცხადება გაავრცელა და ტყუილი უწოდა ინფორმაციას, თითქოს ახალი შენობის მშენებლობას იწყებენ, სადაც მერიის ადმინისტრაციის გადასვლა იგეგმება. მერია განმარტავს, რომ მათი დაკვეთით მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობის აშენება თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე იგეგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუნიციპალური უწყებები დღეს სხვადასხვა მისამართზე მდებარეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]