weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

პროვოკაციული ქართული პოსტის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას – ბიბილოვი

21:13 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წნელისში ჩავიდა. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბილოვი მოსახლეობას და „სასაზღვრო პუნქტის“ თანამშრომლებს შეხვდა.

ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განთავსებულ პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებული პროვოკაციული ქართული პოსტის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას“.

„მინდა გავიმეორო, რომ ამ საკითხის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ძალისმიერი გადაწყვეტილება ომია. ჩვენ არ გვინდა ომი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ვწყვეტთ.

ვფიქრობ, რაიმე გადაწყვეტა მაინც იქნება. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, თავად ქართულმა მხარემ კარგად იცის, რომ ეს პოსტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა. ჩვენ ჯერჯერობით უზრუნველვყავით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. საზღვრის დაცვის თანამშრომლები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, წნელისის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ საგუშაგოს მოწყობის შემდეგ, მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

სოფელი წნელისი (უისტა) ზნაურის რაიონში მდებარეობს და დე ფაქტო რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ოკუპირებულ წნელისს სოფელი ჩორჩანა ესაზღვრება. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა იქ საგუშაგო მოაწყო. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]