„უკვე ოთხი თვეა პატიმრობაში ვიმყოფები. სინამდვილეში, ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები. თქვენ იცით, რომ ადგილობრივი არჩევნები არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი და გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, რომ სამი დღის წინ, პრაქტიკულად წავართვით ერთ-ერთი მთავარი, სიდიდით მეოთხე ქალაქი - რუსთავი.
უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაიძრა, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენახი ხანი ვიქნები კიდევ ციხეში, ეს თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
31 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მას ორმა თანაპარტიელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ 16-ვე წევრმა მისცეს ხმა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში 16 წევრი ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
გარდა რუსთავის, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოების თავმჯდომარეებიც არიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ექსპრემიერ გახარიასა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიებს გარიგებაში ადანაშაულებენ