weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორი ახალი უწყების უფროსობის კანდიდატები შეარჩიეს და პრემიერს წარუდგინეს

10:33 შაბათი, 05 თებერვალი 2022

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილები არიან ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს.

„კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება.

ორი ახალი უწყების შესარჩევი საკონკურსო კომისიების თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილია, კომისიების შემადგენლობაში კი არიან:

  • მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
  • გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ემატება ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი. 

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]