weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ხალხის მისწრაფებაა და ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ – ბიბილოვი

14:06 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022
ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განცხადა, რომ მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ამ სახკითხზე ბიბილოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა

„პროგრამა „ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ“, რომელიც ადრე გამოვაცხადეთ, გულისხმობს პირობების შექმნას იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ეს ანატოლი ბიბილოვის ახირება არაა, ეს არის ჩვენი ხალხის სურვილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ოსები გაყოფილი არიან და ეს უნდა აღმოიფხვრას, აუცილებლად. 

ბევრი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს. არა, დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანია ეთნოსის ერთიანობა, ერთი ხალხსა, რომელსაც საერთო ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ენა და ა.შ. აქვს.

ისტორიას რომ გადავხედოთ, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად არ გამოსულა მაშინდელი რუსეთის იმპერიიდან და გასული საუკუნის 90-იან წლებში რესპუბლიკის მოსახლეობის 99.9%-მა რეფერენდუმზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა. ამდენივე ადამიანმა მისცა ხმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანებას. ეს ხალხის მისწრაფება და სურვილია და ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც მოგვცემს ამ საკითხის გადაჭრის საშუალებას“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

ბიბილოვის თქმით, ამჟამად რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობს განავითაროს რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული პროცესები, რაც გულისხმობს ხელშეკრულებების, მათ შორის კარტოგრაფიის სფეროში, გაფორმებს, საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას, სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდას და ა.შ.

„ეს ნაბიჯები რუსეთთან დაახლოების და ხაზს ვუსვამ, საბოლოოდ რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნაბიჯებია“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდათ“ და არა ომი და დაძაბულობა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]