weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლუკაშენკოს 4-ჯერ საიდუმლოდ შევხვდი, ამიტომ არ აქვს აღიარებული ოსეთი და აფხაზეთი – სააკაშვილი

12:22 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების არ აღიარება მათ შორის გამართული საიდუმლო შეხვედრების შედეგია. 

ამ საკითხზე სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, სადაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ბიუჯეტიდან თანხების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილება.  

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროკურორები ცდილობენ ლონდონში მისი ვიზიტები გართობად გაასაღონ.

„რომ ნახოთ ეს ფურცლები, რომლებიც მათ გამოამზეურეს, რომლებიც უნდა ყოფილიყო საიდუმლო, იმიტომ, რომ როდესაც ომში ხარ და ახორციელებ საიდუმლო მისიებს, და მე ვახორციელებდი საიდუმლო მისიას, შენი გადაადგილება არ უნდა იყოს გამომზეურებული როგორც საცვალი, ახლა. მაგრამ ვინაიდან გუშინწინ ლუკაშენკომ უკვე თქვა, რომ პიუტინი თუ მეტყვის ვაღიარებ ტერიტორიებსო, ესეც ამათი უუნარო პოლიტიკის შედეგია… მე მართლაც ოთხჯერ ვიყავი ლონდონში.

რომ ნახოთ ფურცლებზე, უბრალოდ იყო სასტუმროში. ოთხჯერ ლონდონში დავჯექი თვითმფრინავზე, გადავჯექი და ოთხჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან. პირველად ვამბობ ამას. ეს იყო საიდუმლო დიპლომატია, თემურ ჯანაშია მახლდა თან აი, ამათ გამო, ახლა იძულებული ვარ ეს ვილაპარაკო. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, ვინც ეს გამოიტანა“, – მიმართა სააკაშვილმა პროკურორებს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იძულებული გახდა, მოეყოლა ის ინფორმაცია, რაც ყველა სახელმწიფოში, სულ მცრე 25 წლის განმავლობაში, გასაიდუმლოებულია.  

„მომეყოლა იმის გამო, რომ ვიღაცებს გადაწყვიტეს ჩემი ლონდონში მოგზაურობა გაასაღონ გასართობ, სასიამოვნო… ის, რომ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი დღემდე არ არის აღიარებული ლუკაშენკოს მიერ, ეს იყო იმ ე.წ. ლონდონში ჩასვლის პირდაპირი შედეგი“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის თანხები გამოყო. პროკურატურა აცხადებს, რომ 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ხარჯები ჩამოიწერა და გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

 

ამ თემაზე:

ლუკაშენკო აფხაზეთს და ოსეთს აღიარებს, თუ პუტინი ეტყვის, რომ ეს აუცილებელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]