weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

14:59 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეიდან ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შამუგიას წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ ის სოხუმიდან დევნილია და „თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას“.

„ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად, კარგად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ იგი წარმატებული მინისტრი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, შამუგიამ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა წვლილი შეიტანოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

ოთარ შამუგია 2020 წლის ბოლოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. 2019-2020 წლებში ის სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2019 წელს, რამდენიმე თვე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. შამუგია 2018 წელს, ერთი თვე ასრულებდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას, 2017-2018 წლებში კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დირექტორის მოადგილე იყო. 2006-2017 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ შამუგია სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავდებდა, მათ შორის, იყო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი და საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი. 2004-2005 წლებში ის შპს „საქართველოს რკინიგზაში“ ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]