weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოტალური მოსმენები „ქართული ოცნებისთვისაც“ პოლიტიკური საქმიანობის წესია – ძიძიგური

17:55 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლებისთვის ტოტალური მოსმენები ისევეა პოლიტიკური საქმიანობის წესი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო.

ძიძიგურის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ოპოზიციაში მოსმენების გამოც იყო. 

„როდესაც სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში ვიყავით, ვედავებოდით ფარულ მოსმენებს და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში ტოტალური მოსმენები იყო. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა რამდენიმე ათასი ფაილი ფარული ჩანაწერებით, სადაც არათუ დეპუტატები, არამედ მღვდელმსახურები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანებიც კი, რომელთაც შეიძლება არც ჰქონდეთ ისეთი სერიოზული გავლენა პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ცხოვრებაზე, როგორც დეპუტატს აქვს, ისინიც კი არიან მოსმენილები.

ტოტალური მოსმენა „ქართული ოცნებისთვისაც“ ისეთი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, პოლიტიკური საქმიანობის წესია, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია. 

მჯერა, რომ დეპუტატებს უსმენენ და დარწმუნებული ვარ, ახლა ვინც არიან მოქმედი ხელისუფლების პირები, დაწყებული მინისტრებიდან, თუნდაც პარლამენტის სამსახურების უფროსებსაც კი უსმენენ. 

გული მწყდება, რომ ის ძალა, რომელიც მოვდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის ლოზუნგით და ყველანი გულანთებული ვიყავით, როდესაც 2012 წელს შევცვალეთ ხელისუფლება, ხელები დავიკაპიწეთ, რომ აი, მართლა ავაშენებთ თავისუფალ და ბედნიერ საქართველოს, მივედით აქამდე“, – განაცხადა ძიძიგურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

გუშინ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ 2015 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი იყო და ქუთაისში ცხოვრობდა, საძინებელ ოთახში დამონტაჟებული ვიდეოკამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის თქმით, სათვალთვალო მოწყობილობა ასევე პარლამენტის წევრმა, მასთან სტუმრად მყოფმა ლუკა კურტანიძემ ნახა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]