„ლელოს რომ ვერ დებენ, ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, მე, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ლელო, როგორც ბრენდი, არის, და ეს კიდევ გასარკვევია რატომ, პოლიტიკური პარტიის ლოგოზე. მაგრამ ამ დისკუსიას ერთი წუთით რომ თავი დავანებოთ, არასერიოზული ძალაა. ვერ ჩამოყალიბდა სამწუხაროდ, ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
წულუკიანს ჰკითხეს, საით მიდიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.
„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს მხოლოდ სევდიანი ისტორიაა იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედს და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო დაგამთავრებთ თუ დაგასრულებთ“ – ასეთი ტიპის ციტატა აქვს ნათქვამი, რეალურად, მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაცინალური მოძრაობის“ დანაყოფი. ეს დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.