weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„EU-ს მხარდაჭერა შავი ზღვის კავშირის გეგმის განხორციელებაში სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“

15:33 შაბათი, 12 თებერვალი 2022

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, გაიმართა. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.

 სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს დელეგაციამ დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის, როგორც ერთგვარად სატრანზიტო და სატრანსპორტო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი პროექტია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ვფიქრობ, რეგიონის ჭრილში საკვანძო ფუნქციის მატარებელი იქნება. რა თქმა უნდა ეს პირველი ნაბიჯებია სამომავლო წინსვლისთვის, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მეტი დინამიკა და ტემპი გვჭირდება. პირველ რიგში ვგულისხმობ საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლას, რომელიც შავი ზღვის ზონაში არის პირველი რიგის ამოცანა საქართველოსთვის. მეორე, ეს არის რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მესამე, რომელიც პირველ ორს თავისთავად მოიცავს ეს არის EU-ს მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები ე.წ შავი ზღვის კომუნიკაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, EU-ს მხარდაჭერა შავი ზღვის კავშირის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესზე და შავი ზღვის აუზის კომუნიკაციებზე. 

„საქართველოს ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობა. 

ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, შავი ზღვის გადამცემი საკაბელო პროექტის განხორციელებით, საქართველო, ამიერკავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ასევე ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ეს მოლოდინი კი ეფუძნება ევროპაში მწვანე ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და რა თქმა უნდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესია“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სხდომაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და პერსპექტივები. 

„მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით, საქართველოს მიეცა შეზღუდული წვდომა ერთიან ბაზარზე შერჩეულ სექტორებში. ბაზარი მიზნად ისახავს ეკონომიკური ინტეგრაციის წარმართვას, რომლის დროსაც წევრი ქვეყნების ოდესღაც ცალკეული ეკონომიკები ინტეგრირდება ერთიან ევროკავშირის ეკონომიკაში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მსგავსი მცირე ეკონომიკების მქონე ქვეყნების მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირის დიდ ბაზარზე. თუმცა, ამ მოცემულობაში არსებობს რიგი გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ერთიან ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს და ევროკავშირის შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც განსაკუთრებით გამოწვევას წარმოადგენს DCFTA-თვის. ვფიქრობ, აღნიშნული პროცედურების გამარტივება ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის დიდი სტიმული იქნება, ფართო ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. რაც თავის მხრივ მოგვცემს შესაძლებლობას მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და ამ სექტორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს უკავია დიდი წილი ევროკავშირთან ექსპორტის ნაწილში, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება დაჩქარდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირდაპირი დაფინანსების გაძლიერება, მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება, იმისთვის რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ევროკავშირის ბაზრისგან დისტანცირება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. 

სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მორიგ სხდომას თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]