weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი შექმნა 

17:12 შაბათი, 12 თებერვალი 2022

პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი შექმნა და ცხელი ხაზი აამოქმედა. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მისი თანაგუნდელები ბანკისგან დაჩაგრული პენსიონერების უფლებებს დაიცავენ. 

„ნებისმიერ პენსიონერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დევნილს, ვისაც სამართლებრივი პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე და დეტალურად გავივლით თქვენს ყველა პრობლემას. 

ასობით ადამიანმა უკვე გამოგვიგზავნა ინფორმაცია საკუთარ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ძალიან ხშირად ხდება ადამიანების მოტყუება, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იჩაგრებიან.

ამ ცენტრს ექნება ფუნქცია, რომ თქვენი უფლებები დაიცვას, ძვირფასო პენსიონერებო. როგორც სოციალურ ქსელით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით და პარლამენტში მობრძანებით, შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და თითოეულ თქვენს პრობლემა მივყვებით ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცენტრს თეონა ჭალიძე უხელმძღვანელებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ცენტრი ორშაბათიდან, 14 თებერვლიდან იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]