weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა გახდა

16:21 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. მას მხარი საკუთარი პარტიის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 25-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც კრიზისის დასრულებისკენ ნაბიჯი გადადგა. თანამდებობა ჩემთვის არასდროს ყოფილა კომფორტის ზონა და ეს არც ამჯერადაა. ეს არის პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ზუგდიდი იქნება ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისა და საზოგადოების ინტერესებისთვის თანამშრომლობის მაგალითი“, – განაცხადა ფარულავამ არჩევის შემდეგ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ იყო, თუმცა მისი პარტია არჩევანის წინაშე იდეგა. წითლიძის თქმით, ან მუნიციპალიტეტი კრიზისში უნდა დარჩენილიყო, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა ან მხარი დაეჭირათ გიგა ფარულავას კანდიდატურისთვის.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45 მანდატიდან 22 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]