weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ნათელაშვილი, რომელიც კოვიდის გამო პარლამენტში ვერ მიდის, კენჭისყრის გადადებას ითხოვს 

18:00 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კენჭი მომავალ კვირაში უყარონ. ნათელაშვილის თქმით, კორონავირუსის დადასტურების გამო ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებს.

„დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც პარლამენტის პლენარულ სხდომებს ამ კვირაში ვერ დავესწრები. ყველაფრის მიუხედავად, არ მაქვს სურვილი კოლეგა დეპუტატებს ვირუსი გადავდო. ამიტომ, გთხოვთ, თუ აპირებთ ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს საკითხი გადადოთ შემდეგი სხდომებისთვის, რათა მომეცეს დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული“, – მიმართავს ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე არ ეთანხმება პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის არგუმენტს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. ნათელაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში იყო.

„როგორც ცნობილია, ორჯერ უარი მითხარით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ, ასევე, ბოიკოტის რეჟიმში ვიყავი. რაღა მაშინ გახდა გაცდენები არასაპატიო, როდესაც პარლამენტში შემოსვლა გადავწყვიტე? თქვენმა საპროცედურო კომიტეტმა გამომიგზავნა მეცნიერულად დასაბუთებული და ღრმაშინაარსიანი დიდი არზა, რომ თურმე განცხადება უნდა დამეწერა ბოიკოტზე. კი, მაგრამ, რატომ ერთხელ მაინც არ მომწერეთ იგივე მთელი წლის განმავლობაში? ჩემი ბოიკოტის შესახებ მსოფლიომ იცოდა. ვწუხვარ, რომ თქვენი მმართველი უმრავლესობა ახლა იგებს ამას. იმისთვის, რომ ამჯერადაც გამოგონილი მიზეზით სხდომის გაცდენა არ დამაბრალონ, წერილს თან ვურთავ ტესტის პასუხს“, – ნათქმია შალვა ნათელაშვილის წერილში.

პარლამენტი ხვალ, 15 თებერვალს, კენჭს უყრის შალვა ნათელაშვილისთვის, ასევე, ბადირ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ნათელაშვილი და ჯაფარიძე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან. 

 

ამ თემაზე:

TI და ISFED: „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]