weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2 კანდიდატს უყრის კენჭს

18:45 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწია პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს – კარლო კაციტაძესა და ემზარ გაგნიძეს. შესაბამისად, პარლამენტი ორივე კანდიდატს უყრის კენჭს. 

ემზარ გაგნიძე 2021 წლის აგვისტოდან დღემდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობს, ხოლო კარლო კაციტაძე 2019 წლიდან დღემდე - გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა მუშაობას შეწყვეტს. ახალი უწყებების უფროსებს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ინსპექტორის თანამდებობა „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე გაუქმდა. სახლმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, რომელიც 2019 წელს თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები კონსტიტუციის 25-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ამ მუხლით საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლება აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]