weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცვლილებებისთვის ბრძოლას მანდატის გარეშეც გავაგრძელებ – ჯაფარიძე

18:05 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

„ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ, ვერ დააზიანებს ჩვენს სულისკვეთებას და ვერ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. პირიქით, ეს გააძლიერებს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, – განაცხადა ფრაქცია ლელო - საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო, დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის სიტყვაში აღნიშნა, ოპოზიციის დასუსტების მცდელობის მიუხედავად, არ შეწყვეტენ ბრძოლას, რომ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს. 

„ამ პერიოდში, რაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავაინიცირეთ. კერძოდ, დავარეგისტრირეთ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ასევე, დავარეგისტრირეთ კანონპროექტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, ინიციატივა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შესახებ. სხვა ბევრი ინიციატივა აქვს „ლელოს“ ფრაქციას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საგამოძიებო კომისიების შექმნა, რაც, ჩემი აზრით, დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ კორუფცია არის ის სენი, რომელიც ჭამს სახელმწიფოს, იწვევს სიღატაკეს და ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას. შესაბამისად, ასეთი კომისიის შექმნა, მის მიერ ფაქტების გადამოწმება და დამნაშავეების დადგენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

როგორც ჩანს, ოპოზიციის შესუსტების მცდელობა ამ მიზანსაც ემსახურება, რომ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. 

ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი. ეს დარბაზი ნანახი ამქვს აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მაშინ, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსიელბა. ახლა, ეს განმეორება თუ მოხდა, იქნება სწორედ იგივეს განხორციელება სახელმწიფო გადატრიალების გარეშე. ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები, თუმცა, ჩემთვის ეს შინაარსობრივად არაფერს ცვლის, რადგან ჩვენი ამოცანა, სულისკვეთება არ შეიცვლება. სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები პარლამეტში თუ პარლამენტის გარეთ, ჩემი ქვეყანა და თანამოქალაქეები არიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ამ ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოულ მოქალაქეს. ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს ამ მდგომარეობაში, ეს მდგომარეობა იწვევს სრულ ნიჰილიზმს, ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. თვეების განმავლობაში „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში იყო, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა. პარტიის წევრები პარლამენტში 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შევიდნენ.  

 

ამ თემაზე:

TI და ISFED: „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]