weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა ნათელაშვილს, ხოშტარიასა და ჯაფარიძეს მანდატები შეუწყვიტა

18:39 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს – შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. 

„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ისინი საშემოდგომო სესიის სხდომებზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ, ხოლო ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საფუძველი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია. 

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტში 70 სხდომიდან არცერთში მიიღო მონაწილეობა და არც პოლიტიკური ბოიკოტი დაადასტურა შესაბამისი წესით.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის დამოკიდებულებაზე, არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ მის ამომრჩეველთან მიმართებაში, რადგან ამომრჩეველმა ხმა პარლამენტში შესასვლელად მისცა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ნათელაშვილი კოვიდინფიცირების გამო არ ესწრებოდა.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მას თავდაპირველი გადაწყვეტილება, მანდატზე უარის თქმის შესახებ, არ შეუცვლია. 

ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38 კი წინააღმდეგი იყო. „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტას 79-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 28 კი წინააღმდეგ წავიდა. „დროას“ ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთავის მანდატის შეწყვეტას პარლამენტის 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – 9.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას Facebook-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

  

ამ თემაზე:

ცვლილებებისთვის ბრძოლას მანდატის გარეშეც გავაგრძელებ – ჯაფარიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]