weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ნატოში მიიწვიეს

11:21 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ხუთშაბათს, 17 თებერვალს, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა

სტოლტენბერგმა უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ნატოსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ნატოს წევრი 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან. 

„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო და ძალზე ეფექტური პარტნიორობა უკრაინასთან და ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც მოკავშირეები უწევენ უკრაინას.

ველი, რომ შეხვედრაზე მინისტრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – თქვა სტოლტენბერგმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალაში რჩება ბუქარესტის გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით ნატოს მჭიდრო კავშირი აქვს უკრაინის მთავრობასთან.

„ნატოს მტკიცედ სწამს, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს გაფართოება დიდი წარმატება იყო დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელებისთვის. ალიანსი უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ათწლეულების განმავლობაში. ამდენად, ეს გადაწყვეტილება რჩება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოსთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ნატოს მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს საქართველოსთან. 

„ჩვენ ახლახან გავაძლიერეთ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა გზით. ჩვენ გვაქვს ერთობლივი აქტივობები, გვექნება ასევე ერთობლივი წვრთნები და არსებობს სხვა გზები იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების მხარდაჭერას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]