weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნატო ერთადერთი გზაა, რითიც ქვეყნის მთლიანობას შევძლებთ – ბურჭულაძე

17:44 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

„ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა.

ბურჭულაძემ, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

„შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან. ასევე, მქონდა საშუალება, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩვენი შეხედულებები და კიდევ ერთხელ მიგვეღო ჩვენი პარტნიორებისგან მხარდჭერა. შევხვდი ჩემს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთვარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას.

რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ძლიერი მხარდჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

„ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ხანაში დაბრუნება, სადაც დიდი ძალები აბუჩად აგდებენ, აშინებენ ან ბრძანებებს აძლევენ სხვებს. არ შეიძლება უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს უკრაინის გარეშე, და არანაირი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]