weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

2021 წელს ენგურზე საზღვრის 5 ათასზე მეტი დამრღვევი დავაკავეთ – ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

19:39 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მდინარე ენგურზე „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს. 

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 10 ე.წ. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„აღკვეთილია აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქონლისა და ტვირთის უკანონო გადატანის 160-ზე მეტი მცდელობა. ამოღებულია 11 400 000 რუბლზე მეტი ღირებულების 33 800 ბლოკი თამბაქოს ნაწარმი, 3 600 000 რუბლზე მეტი ღირებულების სამომხმარებლო საქონელი, 80 000 რუბლზე მეტი ღირებულების სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა და 800 000 რუბლზე მეტი ღირებულების 28 ცალი აღჭურვილობა მაინინგისთვის“, – ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მდინარე ინგურის გასწვრივ ე.წ. საზღვარზე კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]