„ძალიან მადლობელი ვარ, რომ შესთავაზეთ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრა. დემოკრატია და ხალხის ნების გამოხატულება იყო და იქნება აქ, სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა კოკოითმა146-წევრიანი საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე.
ედუარდ კოკოითი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი 2001-2011 წლებში იყო. მან „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობა 2017 წელსაც სცადა, თუმცა ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად არ დაარეგისტრირა იმის გამო, რომ 10 წლის განმავლობაში მუდმივად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ცხოვრება ვერ დაადასტურა. ამის შემდეგ კოკოითმა ხალხს ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმრთება. მასში მონაწილეობს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.