weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში 6 ოპოზიციონერი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

16:02 შაბათი, 19 თებერვალი 2022
ფოტოზე - ელგუჯა ბაგრატიონის დაკავება ფოტოზე - ელგუჯა ბაგრატიონის დაკავება

ბათუმში, ოპოზიციის ექვსი წარმომადგენელი პოლიციამ სასტუმრო ჰილტონიდან იძულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ისინი ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და საკრებულოს არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალიების საქმეზე კითხვის დასმის უფლებას ითხოვდნენ.

დაკავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონიც არის. დაკავების დროს ის დაშავდა, რის გამოც გამოკვლევებისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ექიმ ლევან ანთაძის ინფორმაციით, ელგუჯა ბაგრატიონს მხრის სახსრის დაზიანება აქვს, ასევე, დარტყმული აქვს თავი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრას გარდაცვლილი დეპუტატის და, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი, ნაზი ფუტკარაძეც ითხოვდა. ოპოზიცია სწორედ მმართველ პარტიას ადანაშაულებს ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლასა და მოსყიდვაში. 

„მე მინდა პასუხი მოვთხოვო, რატომ მოკლეს ჩემი ძმა და ჩვენი საკრებულოს წევრი. რატომ არ იძიებენ“, – ამბობდა ნაზი ფუტკარაძე.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ოპოზიცია მძიმე თემით სპეკულირებაში დაადანაშაულა. მან ნაზი ფუტკარაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]